რუსეთში იმართება უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები

დღეს რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში იმართება უკრაინაში რუსეთის აგრესიის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები - სამშვიდობო სვლები. მოსკოვში სანქცირებული აქციის ორგანიზატორები 50 ათასამდე მონაწილეს მოელიან. სამშვიდობო სვლები ჩატარდება უცხოეთის რამდენიმე ქალაქშიც - მათ შორის კიევში, პრაღაში, ბერლინში, პარიზში, ვაშნიგტონში. აქციის თარიღი ემთხვევა გაეროს მიერ გამოცხადებულ მშვიდობის საერაშორისო დღეს, რომელიც ყოველ წელს 21 სექტემბერს აღინიშნება.