ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესია იხსნება

დღეს ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა იხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ 140 ქვეყნის ლიდერები. განსახილველ თემებს შორის არის - ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შექმნილი საფრთხეები, ებოლის ვირუსის გავრცელება და რუსეთის აგრესიული მოქმედებები უკრაინაში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 24 სექტემბერს სიტყვით გამოვა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დებატები 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.