ტყვეობიდან გაათავისუფლეს კიდევ 10 უკრაინელი სამხედრო

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანახმად, სეპარატისტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს კიდევ 10 უკრაინელი სამხედრო. ეს ცნობა უკრაინის პრეზიდენტმა სამშაბათს „ტვიტერით“ გაავრცელა: „გათავისუფლებულია ტერიტორიული ბატალიონების 10 უკრაინელი თანამშრომელი, ერთი მათგანი - ოფიცერია“. უკრაინის უშიშროების სამსახურის ბოლო მონაცემებით, რომელსაც სააგენტო „უნიანი“ იშველიებს, დონბასში, სეპარატისტების ტყვეობაში რჩება დაახლოებით 700 უკრაინელი სამხედრო, კიდევ ათას შვიდას ადამიანს ნათესავები და ახლობლები ეძებენ.