გორის დღეები

Your browser doesn’t support HTML5

23-24 ოქტომბერს გორში სახალხო დღესასწაული გორის დღეები გაიმართა. მთავარი ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოეწყო: ხელნაკეთი ნივთების, ნახატებისა და ფოტოების გამოფენა-გაყიდვა; სპორტული თამაშები; შავფაროსნების წარმოდგენა; ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ჯგუფების კონცერტები - მთელი დღის განმავლობაში; საღამოობით კი - როკ- და ელექტრონული ჯგუფების გამოსვლები. ორგანიზატორებმა - გორის მერიის კულტურის სამსახურმა და ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენლებმა - წლევანდელი ღონისძიებები სტალინის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაიტანეს და უფრო განსხვავებული პროგრამაც შეარჩიეს. შარშან თუ ქალაქის მთავარ ქუჩაზე მწვადისა და ღვინის სუნი იდგა, წელს აქცენტი უფრო მეტად შემოქმედებითი ჯგუფების წარდგენაზე გაკეთდა.