პრეზიდენტმა ვეტო დაადო ელექტრონული კომუნიკაციის კანონში შეტანილ ცვლილებას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო ელექტრონული კომუნიკაციის კანონში პარლამენტის მიერ 30 ოქტომბერს შეტანილ ცვლილებას. ამ ცვლილების თანახმად, შსს-ს მომავალი წლის თებერვლამდე გაუხანგრძლივდა კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელიდან და სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენების და სათანადო აპარატურის განთავსება-მონტაჟის უფლება. ამავე ცვლილებით, მომავალი წლის თებერვლამდე უნდა განისაზღვროს, ვის ხელთ იქნება ფარული მოსმენის ე.წ. გასაღები და სად, რა ვადით და რა მოცულობით უნდა იყოს შენახული მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.