აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა მოკლა პაკისტანელ მეამბოხეთა ქსელის მეთაური

პაკისტანის უშიშროების ძალების წარმომდგენლების თქმით, 30 ოქტომბერს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა მოკლა სულ მცირე, შვიდი მეამბოხე, მათ შორის ჰაყანის შეიარაღებულ მეამბოხეთა ქსელის მნიშვნელოვანი მეთაური. მოკლული ამოცნობილია, როგორც აბდულა ჰაყანი. მასთან ერთად დახოცილთა შორის სულ მცირე, ოთხი უცხოელი მეომარია.