ეტლით მოსარგებლეთა უფლებებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა ეტლით მოსარგებლეთა უფლებების დასაცავად. ორგანიზატორებმა ქუჩაში, ავტომობილების პარკირების ადგილას ეტლები დადგეს იმის ნიშნად, რომ ქუჩაში ეტლით მოსარგებლეთა უფლებებს სწორედ მძღოლები არღვევენ. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ეტლით მოსარგებლეთათვის განკუთვნილ ადგილებზე გაჩერებულ მანქანებს.