"ისლამურმა სახელმწიფომ" გამოსასყიდის სახით 35-45 მილიონი დოლარი მიიღო

„ალ ყაიდის“ მიმართ სანქციების განხორციელებაზე მეთვალყურე გაეროს ექსპერტის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ - „ისლამურმა სახელმწიფომ“ 35-45 მილიონი დოლარი მიიღო გამოსასყიდის სახით. 24 ნოემბერს იოცნა ლალიმ გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტულ კომიტეტს განუცხადა, რომ 2004-2012 წლებში ტერორისტულ დაჯგუფებებს დაახლოებით 120 მილიონი დოლარი გადაუხადეს გატაცებული ადამიანების გამოსასყიდად. გაეროს ექსპერტის თანახმად, „ალ ყაიდამ“ და მასთან ასოცირებულმა დაჯგუფებებმა ადამიანების გატაცება „შემოსავლების მობილიზაციის მთავარ ტაქტიკად“ გაიხადეს.