ნიგერიაში ბომბის აფეთებამ ათობით ადამიანი შეიწირა

ნიგერიის ქალაქ ჯოსში ორი ბომბის აფეთქებამ სულ ცოტა 30 ადამიანი შეიწირა. ბომბები ქალაქის ხალხმრავალი ბაზრის მიდემოებში აფეთდა. ჯოსში მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ცხოვრობს და ის ბოლო წლებში ბოკო ჰარამის მებრძოლების სამიზნე გახდა. ექსტრემისტთა ამ დაჯგუფებამ წელს 2 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა.