პაკისტანში უპილოტო თვითმფრინავებით ხუთი მეამბოხე მოკლეს

პაკისტანის ოფიციალური პირების თანახმად, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული იერიშის დროს, ჩრდილოეთ ვეზირისტანში, სულ მცირე, ოთხი მეამბოხე იქნა მოკლული. უპილოტო თვითმფრინავმა, ცნობით, ორი რაკეტა გატყორცნა შაჰი ჰელის დასახლებისკენ. არ არის ცხადი, ვინ იყო თავდასხმის სამიზნე.