რუსეთის ორი ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, გაერთიანდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

რუსეთის ორი ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, გაერთიანდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ესენია მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, მიერ დაარსებული პარტია რპრ-პარნასი და პროგრესის პარტია, რომელსაც ალექსეი ნავალნი უდგას სათავეში. 17 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში მათ საზოგადოებას და სამოქალაქო ძალებს მოუწოდეს, „გაერთიანდნენ ერთობლივ პლატფორმაზე ტყუილების, კორუფციისა და აგრესიის, ეკონომიკური და სამოქალაქო თავისუფლებების დათრგუნვის წინააღმდეგ და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.