ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა თამარ კორძაიამ

დეპუტატმა თამარ კორძაიამ დატოვა ფრაქცია „ქართული ოცნება“, თუმცა ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრად რჩება და გაწევრიანდება ფრაქციაში „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“. გავრცელებული ცნობებით, კორძაიამ ამის თაობაზე დღეს წარადგინა განცხადება, რომელსაც პარლამენტი დღესვე განიხილავს.