ავღანეთში გზაზე ჩაფლულმა ნაღმმა 12 ადამიანი შეიწირა

ავღანეთის სამხრეთიდან, ჰელმანდის პროვინციიდან იტყობინებიან, რომ გზაზე ჩაფლულმა ნაღმმა 12 ადამიანი შეიწირა. ცნობით, ავტომანქანა, რომელითაც ოჯახი მგზავრობდა, აფეთქდა ნაღმზე, მარჯას ოლქში, გზაზე. ოჯახის ნათესავმა განაცხადა, რომ ოჯახი სამთავრობო ჯარის სამხედრო ოპერაციას გაერიდა. ოლქის პოლიციის ცნობით, დახოცილთა შორის არიან ქალები და ბავშვები.