კვლავაც დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების შესახებ სიტუაცია კვლავ უცვლელია. ამ მომენტისთვის დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი. 21 ივნისს ღამის 12 საათიდან მოყოლებული სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის თაობაზე სულ დაფიქსირებულია 15 გამოძახება, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.