დღეს პრაღაში გაიმართება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა

დღეს პრაღაში გაიმართება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გრიგორი კარასინთან დიალოგის ფორმატი ოკუპაციის პრობლემის განხილვას არ ითვალისწინებს, დღევანდელი შეხვედრისას მწვავედ დასვამს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს.