43 ადამიანი იმსხვერპლა ერაყში მომხდარმა ორმა აფეთქებამ

43 ადამიანი დაიღუპა ერაყის აღმოსავლეთში, ქალაქ ბაკუბაში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. დაჭრილია 70 ადამიანი. ერთი ბომბი ქალაქის მახლობლად ბაზარში აფეთქდა, მეორე კი – საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან. ქალაქს სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. ამის მიუხედავად დიალის პროვინციაში გრძელდება შეტაკებები „ისლამური სახელმწიფოს“ მეამბოხეებთან.