რუსეთში ცხელი ხაზი გაიხსნა აკრძალული პროდუქტის „დასაბეზღებლად“

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სატელეფონო ცხელი ხაზი გახსნა, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ აკრძალული საკვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ცხელი ხაზი ყოველდღე, 9:00 საათიან 18:00 საათამდე იმუშავებს. რუსეთის ხელისუფლებამ დასავლეთის სანქციების საპასუხოდ აკრძალა საკვები პროდუქციის იმპორტი აშშ-იდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან და ევროკავშირიდან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ცნობებს, რომ აკრძალვა ხშირად ირღვეოდა, მოჰყვა „როსსელხოზნადზორის“ რეაქცია და ტონობით „არალეგალური“ საკვები პროდუქციის საჯარო განადგურება.