პაკისტანში მოწყობილ აფეთქებას 11 კაცი ემსხვერპლა

პაკისტანის ოფიციალურ პირთა ცნობით, ორშაბათს 11 კაცი დაიღუპა ქალაქ კვეტაში, ავტობუსში მოწყობილი აფეთქების შედეგად. მიღებული ცნობების თანახმად, დაშავებულთა რიცხვი 20-ს აღწევს. როგორც იუწყებიან, მგზავრებით სავსე ავტობუსი კვეტის ცენტრიდან მახლობელ ქალაქ სარიაბისკენ მიემართებოდა. პოლიციის ვარაუდით, ბომბის ასაფეთქებლად გამოყენებულ იქნა საათის მექანიზმი. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.