უკრაინა ზრდის სამხედრო ხარჯებს სეპარატისტებთან ბრძოლაში არმიის გასაძლიერებლად

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მომავალ წელს უკრაინა მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს მოახმარს თავდაცვას და უსაფრთხოებას რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან ბრძოლაში არმიის გასაძლიერებლად. პოროშენკომ 2 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მისი მთავრობა 2016 წელს გეგმავს ბიუჯეტის 14%-ის, ანუ 100 მილიარდი ჰრივნის გამოყენებას თავდაცვისა და უსაფრთხოების საჭიროებებისათვის - წელს გათვალისწინებულ 90 მილიარდზე მეტს. აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებთან კონფლიქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 7900-ზე მეტი ადამიანი. კონფლიქტში შედარებით მშვიდი პერიოდის შემდეგ, ბოლოხანს ორივე მხარე ალაპარაკდა ზავის დარღვევის გახშირებასა და მძიმე არტილერიის გამოყენებაზე. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებით, მძიმე არტილერია დაპირისპირების ზონიდან გატანილი უნდა იყოს.