პროკურატურის გამომძიებლები მუშაობენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

პროკურატურის გამომძიებლები მუშაობენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში სააგენტო ინტერპრესნიუსს განუმარტეს, რომ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დაიწყო. რაიმე სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. აუდიტის სამსახური სახელმწიფო სტრუქტურების ფინანსურ საქმიანობას ამოწმებს.