სტუმრად ჩვენს ეთერში: კარლო გოდოლაძე

Your browser doesn’t support HTML5

24 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კარლო გოდოლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე და მოვლენების განვითარების კონსტიტუციურ სცენარებზე. კარლო გოდოლაძის განმარტებით, ამ ეტაპზე, რაკი პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება პოლიტიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აღარ არსებობს, აღარ არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლება და მისი უფლებამოსილება. თამაშში შემოდის ორი ძირითადი მოთამაშე - საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, როგორც ფორმალური მოთამაშე, მენეჯერი და მოდერატორი კრიზისულ ვითარებაში და მეორე, შინაარსობრივი მოთამაშე - საპარლამენტო უმრავლესობა. დღეს არსებული მოცემულობით, მაქსიმუმ ორ კვირაში საქართველოს ეყოლება ახალი მთავრობა. კარლო გოდოლაძემ თეორიულად ახსნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების სცენარიც, რაც ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდო ჩანს.