ლიტვაში ყოფილი სამხედრო ექიმი ბელორუსიისთვის ჯაშუშობის გამო გაასამართლეს

ლიტვის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ყოფილ სამხედრო ექიმს, ოფიცერს, ბელორუსიის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის და სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ვილნიუსის სასამართლომ დაადგინა, რომ ანდრეი ოშურკოვი მინსკისგან გასამრჯელოს იღებდა და სანაცვლოდ ლიტვის შეიარაღებული ძალების შესახებ ბელორუსიის უშიშროების სამსახურს აწვდიდა ინფორმაციის ოთხი წლის განმავლობაში.