პოროშენკომ რეფერენდუმს ნიდერლანდში „ევროპის ერთიანობაზე შეტევა“ უწოდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა ნიდერლანდის რეფერენდუმის შედეგებს და განაცხადა, რომ „რეფერენდუმის ორგანიზატორებს მიზანს ევროპის ერთიანობაზე შეტევა წარმოადგენდა“. რეფერენდუმზე, რომელიც 6 აპრილს გაამართა ნიდერლანდში, ამომრჩეველთა 61,1 %-მა არ დაუჭირა მხარი ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების თაობაზე, რეფერენდუმზე გამოტანილ სადავო საკითხს. შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩეველთა 38,1%-მა. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმს კანონის ძალა არა აქვს, ნიდერლანდის ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი ვალდებული იქნება გადასინჯოს დოკუმენტის რატიფიცირების პროცესი. ევროკავშირის ყველა დანარჩენმა წევრმა უკვე მოახდინა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.