სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ლომთაძე

Your browser doesn’t support HTML5

3 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ლომთაძე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა IDFI-ს მიერ მომზადებულ გამოკვლევაზე "ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო". ამ ნაშრომის გამოქვეყნება მოჰყვა "საქსტატის" მიერ საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას. IDFI-ს მკვლევრებმა შეისწავლეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისთვის. გიორგი ლომთაძემ აღნიშნა, რომ ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის განხორციელება კომპლექსური ღონისძიებებით უნდა მოხდეს და არ უნდა გულისხმობდეს მხოლოდ ფინანსურ დახმარებას. კომპლექსური დახმარების სახელმწიფო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს აგრეთვე საგადასახადო და კომუნალურ შეღავათებს, ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტს, ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებული ხარჯების გაზიარებას, აგრეთვე - ოჯახისა და სამუშაოს შეთავსებისთვის სათანადო შრომითი გარემოს შექმნას და ა.შ.