ავღანეთში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას ხუთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის ხელისუფლების თქმით, პროვინცია ბადღისში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას ხუთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა და ხუთი დაიჭრა. პოლიციის თანახმად, მანქანა, რომელშიც სამოქალაქო პირები ისხდვნენ, 4 მაისს დილით აფეთქდა ბომბზე. ავღანეთის ხელისუფლებამ თალიბანი დაადანაშაულა, მაგრამ ჯერჯერობით არავის უკისრია თავდასმხისთვის პასუხისმგებლობა.