უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გმობს მედიაში იმ ათასობით ჟურნალისტის პირადი მონაცემების გაჟონვას, ვინც ინფორმაციას ავრცელებს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებული რაიონებიდან. კიევში დაფუძნებულმა ვებსაიტმა გასულ კვირაში გამოაქვეყნა 4000-ზე მეტი ჟურენალისტის სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია. პოროშენკომ 3 ივნისს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას „დიდი შეცდომა“ უწოდა ინფორმაციის გავრცელებას და გამოვიდა გამოძიების დაწყებისაკენ მოწოდებით. სიაში შესული ზოგი რუსი ჟურნალისტი, პოროშენკოს აზრით „დანაშაულებრივ რაღაცეებს“ წერს. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, ნუ დაწერენ „ნეგატიურ სტატიებს“ უკრაინაზე.