რუსეთი სირიაში რეჟიმის შეცვლის შესახებ გაფრთხილებით გამოდის

რუსეთმა აშშ-ის მისამართით გამოთქვა სირიის სამთავრობო ძალებზე შეტევის საწინააღმდეგო გაფრთხილება და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება „რეგიონს სრულ ქაოსში ჩაძირავს“. ამ განცხადებით გამოვიდა კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი 17 ივნისს, როცა შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ დოკუმენტზე, რომელსაც დეპარტამენტის ათობით მოხელე აწერს ხელს და რომელიც მოიცავს მოწოდებას ასადის ძალების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განხორციელებისკენ.