რუსეთი ხვალ ჯაშუშობისათვის დაკავებულ მეშვიდე მოქალაქესაც გაათავისუფლებს, - ამის თაობაზე რადიო თავისუფლებას უთხრა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ზურაბ აბაშიძემ. პრაღაში 27 ივნისს გაიმართა კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა. მანამდე მოლაპარაკების შედეგად უკვე მოხერხდა ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში გასამართლებული საქართველოს ექვსი მოქალაქის გათავისუფლება. ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საპატიმროში კიდევ რჩება ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე.