ყაზახეთში დააკავეს პოლიციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი

ყაზახეთში ოფიციალური პირების ცნობით, დააკავეს ყოფილ დედაქალაქ ალმა-ატაში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი. თავდასხმისას მოკლეს შვიდი ადამიანი, მათ შორის ოთხი სამოქალაქო პირი და სამი პოლიციელი, დაჭრეს რვა ადამიანი. ალმა-ატაში განგაშის უმაღლესი საფეხური გამოცხადდა და მოსახლეობას შინ დარჩენისაკენ მოუწოდეს. ნათელი არ არის, კიდევ ეძებს თუ არა პოლიცია ეჭვმიტანილებს. როგორც იუწყებიან, თავდამსხმელებმა იერიში მიიტანეს პოლიციისა და უშიშროების სამსახურის ობიექტებზე და შესაძლოა მესამე ობიექტზეც. პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, მისი პრეს-სამსახურის ცნობით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა.