რუსეთში უშიშროებამ სამი მაღალჩინოსანი გამომძიებელი დააკავა

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა დააკავა ქვეყნის საგამოძიებო ორგანოს სამი მაღალჩინოსანი გამომძიებელი. მათ ბრალად ედებათ კორუფცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და დამნაშავეთა დაცვა. ერთ-ერთ დაკავებულს, დენის ნიკანდროვს ადანაშაულებენ კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის მფარველობაში. კალაშოვი გამოძალვის ბრალდებით 12 ივლისს დააკავეს. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით „ეფესბეს“ ოპერაციის შესახებ აცნობეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც.