თურქეთში მესამე აფეთქებაც მოხდა

აღმოსავლეთ თურქეთში 18 აგვისტოს აფეთქდა ორი დანამული ავტომობილი და ერთი გზაზე დამონტაჟებული ბომბი, რომელთა სამიზნე პოლიცია და უსაფრთხოების ძალები იყო. სამივე თავდასხმის შედეგად მთლიანობაში 9 კაცი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა. თურქეთის ხელისუფლება თავდასხმაში ქურთების მუშათა კავშირის ადანაშაულებს. თუმცა მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. 1984 წლიდან მოყოლებული ქურთების მუშათა პარტიის მიერ დამოუკიდებლობისათვის გამოცხადებულ ბრძოლას 40 ათასი ადამიანი შეეწირა.