ჟურნალმა "ტაიმმა" ტრამპი "წლის ადამიანად" დაასახელა

ყოველკვირეულმა „ტაიმმა“ „2016 წლის ადამიანად“ დაასახელა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჟურნალის განმარტებით, 1927 წელს დაწყებული ტრადიციის თანახმად, „ტაიმი“ ყოველ წელს ასახელებს ადამიანს, რომელმაც, რედკოლეგიის აზრით, ყველაზე დიდი - დადებითი ან უარყოფითი - გავლენა მოახდინა განვლილი წლის მსოფლიოს მოვლენებზე. „ტაიმის“ რედაქტორის ნენსი გიბსის თქმით, ტრამპის არჩევა ერთხმად მოხდა. ჟურნალის ბოლო ნომრის გარეკანზე ტრამპის პორტრეტს ერთვის წარწერა: „დონალდ ტრამპი: ამერიკის გაყოფილი შტატების პრეზიდენტი“.