იტალიის მთავრობის შექმნა პაოლო ჯენტილონის დაავალეს

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ მთავრობის ჩამოყალიბება დაავალა პაოლო ჯენტილონის. ჯენტილონი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მატეო რენცის მთავრობაში. რენცი ახლახან გადადგა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შედეგების გამო. მას სურდა მთავრობის უფლებამოსილების გაზრდა ეკონომიკური რეფორმების გატარების მიზნით. 62 წლის ჯენტილონის მთავრობის შექმნისთვის რამდენიმე დღე აქვს. მან განაცხადა, რომ მთავრობას შექმნის წინა მთავრობის ზუსტი კურსის შესაბამისად.