პაკისტანში 30 ადამიანი დაიხოცა მომწამვლელი ალკოჰოლის მიღების შედეგად

სულ მცირე, 30 ადამიანი დაიხოცა აღმოსავლეთ პაკისტანში მას მერე, რაც შობის პერიოდში მომწამვლელი ალკოჰოლის დალიეს. პოლიციის ცნობით, ათეულობით პირი საავადმყოფოში მოათავსეს. პაკისტანში ალკოჰოლიანი სასმელის მიღება აკრძალულია, მაგრამ ქრისტიანთა უმცირესობას საგანგებო მაღაზიებში აქვთ სასმელის შეძენის საშუალება.