საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ (Freedom House) გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, „თავისუფლება მსოფლიოში 2017.“ ანგარიშის თანახმად, საქართველო რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად და მისი საერთო ქულა 100 საუკეთესოდან 64-ია. „ფრიდომ ჰაუსმა“ საქართველოში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებათა მდგომარეობა 3-3 ქულით შეაფასა.ორგანიზაციის შეფასების სისტემით, საუკეთესო მაჩვენებელი 1 ქულით აღინიშნება, ყველაზე ცუდი კი, 7-ით. საქართველოს საერთო ქულა 64 იყო „ფრიდომ ჰაუსის“ წინა ანგარიშშიც.