საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში, ატომური ელექტროსადგურის სამანქანო განყოფილებაში აფეთქება მოხდა, მაგრამ რადიაციას არ გაუჟონავს. მანშის რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, აფეთქება 9 თებერვალს მოხდა ფლამანვილის ატომურ ელექტროსადგურზე. მასში მდებარეობს 1980 წელს აგებული ორი რეაქტორი. ოპერატორი კომპანიის განცხადებით, არავინ დაშავებულა. აფეთქება გამოიწვია ხანძარმა, რომელიც ერთ-ერთი ბირთვული რეაქტორის სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა. კომპანიის ცნობით, ცეცხლი მალევე დაექვემდებარა კონტროლს, და გამორთულია რეაქტორი, რომელშიც აფეთქება მოხდა. ელექტროსადგურზე ახალ რეაქტორს აშენებენ, მაგრამ ცნობების თანახმად, აფეთქება მას არ შეხებია.