რუსეთში 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ აქტივისტს

Your browser doesn’t support HTML5

მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა ვიდეობლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტს ვიაჩესლავ მალცევს. ის სარკასტული ტაშით შეხვდა მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას. მალცევი დააკავეს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ის მონაწილეობდა 26 მარტს რუსეთში გამართულ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაციაში. 13 აპრილს პოლიცია შეიჭრა მალცევის საცხოვრებელ სახლში და დააპატიმრა. მთელ ამ პროცესს ის პირდაპირ ეთერში უჩვენებდა თავის ფართო აუდიტორიას.