GoGo Code - პროგრამირების ბანაკები მოსწავლეებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

19 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ Jumpstart Georgia-ს წარმომადგენელი, პროექტ GoGo Code-ის ხელმძღვანელი ნინო მაჭარაშვილი და ამავე პროექტის ინსტრუქტორი, პროგრამისტი თამუნა კეშელავა. Gogo Code არის პროგრამა, რომელიც საქართველოში თინეიჯერ გოგონებს პროგრამირების საფუძვლებს ასწავლის და მხარს უჭერს მათი ტექნოლოგიებით დაინტერესებას. Gogo Code არის 10-დღიანი ბანაკი საქართველოში, რომელიც მესტიასა და თბილისში გაიმართება. ბანაკი უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-16 წლის გოგონებს (თბილისის ბანაკი ღიაა ამავე ასაკის ბიჭებისთვისაც). რა შეიძლება ისწავლოს პროგრამირებით დაინტერესებულმა მოსწავლემ 10 დღის განმავლობაში, რა ბარიერებს აწყდებიან გოგონები ტექნოლოგიებით დაინტერესებიდან შესაბამისი სპეციალობის არჩევამდე და რამდენად მზარდია ინტერესი ახალ თაობებში - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.