ეუთო გმობს ბელორუსიაში მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯას

ეუთო გმობს მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯას ბელორუსიაში - ევროპის უკანასკნელ ქვეყანაში, სადაც სასჯელის ეს ფორმა ჯერ კიდევ არსებობს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორი, მიხაელ გეორგ ლინკი 8 მაისს გავცრელებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს, ცნობების თანახმად, გასულ თვეში მსჯავრდებული მამაკაცის სიკვდილით დასჯის გამო. ევროკავშირმა გასულ კვირაში გააკრიტიკა მომხდარი, რომლის შესახებ ცნობაც ბელორუსიაში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა გაავრცელა.