თანასწორობა! უსაფრთხოება! ჩვენ ვარსებობთ!

Your browser doesn’t support HTML5

17 მაისს თბილისში ლგბტქი აქტივისტებმა, თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა აღნიშნეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. აქციამ, რომელიც ფარულად დაიგეგმა, სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზების თანხლებით ჩაიარა. დილიდანვე გადაკეტილი იყო მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი გზები. იმავე დღეს გაიმართა კიდევ ერთი ღონისძიება - ოჯახის სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა.