მაკედონიაში სასჯელი შეუფარდეს ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებულ 33 პირს

მაკედონიაში უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართეს ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული პირების განაჩენის გამოცხადებასთან დაკავშირებით

მაკედონიაში სასამართლომ სასჯელი შეუფარდა ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებულ 33 პირს. ბრალდება უკავშირდება 2015 წელს პოლიციელებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელმაც 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სისხლის სამართლის სკოპიეს სასამართლომ ბრალდებულთაგან შვიდს მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა, ხოლო დანარჩენებს თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა ვადით, 12-დან 40 წლამდე. ოთხი ბრალდებული გამართლებულ იქნა. ყველა ბრალდებული იყო ეთნიკური ალბანელი, უმეტესწილად, კოსოვოდან და მაკედონიიდან. ისინი ბრალდებებს უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ მოქმედებდნენ თავდაცვის მიზნით. 2015 წლის მაისში შეიარაღებული დაპირისპირებისას, რომელიც კოსოვოს საზღვრის მახლობლად, ქალაქ კუმანოვოში მოხდა, რვა სამართალდამცველი დაიღუპა, დაიჭრა 40-მდე პოლიციელი. ეთნიკური ალბანელები შეადგენენ მაკედონიის 2,1 მილიონიანი მოსახლეობის, დაახლოებით, მეოთხედს.