რუსეთში აღნიშნავენ „სახალხო ერთობის დღესა“ და ბოლშევიკური რევოლუციის მე-100 წლისთავს

რუსი ოპოზიციონერი ვიაჩესლავ მალცევი 2017 წლის 6 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე

რუსეთში აღნიშნავენ „სახალხო ერთობის დღესა“ და 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის მე-100 წლისთავს. შაბათ-კვირისთვის დაგეგმილ ღონისძიებებამდე, 3 ნოემბერს, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დაკავებულ იქნა ოპოზიციონერი აქტივისტის, ვიაჩესლავ მალცევის რამდენიმე მომხრე, რომელიც თითქოსდა აპირებდა არეულობის მოწყობას - ზეიმის მსვლელობაში მთავრობის უწყებებსა და პოლიციაზე თავდასხმას. უშიშროების ფედერალური სამსახურის განმარტებით, დაკავებულ იქნენ მოძრაობა „არტპოდგოტოვკის“ წევრები. მოძრაობის დამფუძნებელი ვიაჩესლავ მალცევი, რომელიც თავს ნაციონალისტსა და ანარქისტს უწოდებს და ემიგრაციაში ცხოვრობს, იუტიუბით გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს შაბათ-კვირას რუსეთში რევოლუციის მზადებაზე. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, 90 ათასზე მეტი სამართალდამცველი იზრუნებს წესრიგზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტი ღონისძიებისას. „სახალხო ერთობის დღეს“, რომელიც რუსეთში - 2005 წლიდან მოყოლებული - 4 ნოემბერს აღინიშნება, ნაციონალისტები ზეიმობენ ხოლმე მაშინ, როცა საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილები, მათ შორის კომუნისტები, ოქტომბრის რევოლუციის წლისთავზე იკრიბებიან.