აშშ-მა იაპონიაში მყოფ ჯარისკაცებს აუკრძალა ალკოჰოლის ყიდვა და მიღება

2017 წლის სექტემბერი: აშშ-ისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნა ტოკიოს დასავლეთით

იაპონიაში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს აუკრძალეს ალკოჰოლის ყიდვა და მიღება მას შემდეგ, რაც იაპონელი მამაკაცი დაიღუპა კუნძულ ოკინავაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად. ავარიის შემდეგ დააკავეს ამერიკელი საზღვაო ქვეითი. 19 ნოემბერს გავრცელდა განცხადება, რომ იაპონიაში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯერი მარტინესმა გასცა ალკოჰოლის შესახებ ბრძანებულება, რომელიც ძალაში დარჩება როგორც ამერიკელების სამხედრო ბაზებზე, ისე მათ ფარგლებს მიღმა. ამას გარდა, კუნძულ ოკინავაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს დროებით ეკრძალებათ თავიანთი ბაზის დატოვება. იუწყებიან აგრეთვე, რომ იაპონიაში განთავსებული ამერიკელი სამხედროების ხელმძღვანელები ჩაატარებენ სწავლებებს ალკოჰოლის ზომიერად მოხმარების, საფრთხეების მენეჯმენტისა და კორექტული ქცევის შესახებ. ასეთ სწავლებაში მონაწილეობა სავალდებულო იქნება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკინავის პოლიციამ დააკავა 21 წლის ამერიკელი საზღვაო ქვეითი ავტოსაგზაო შემთხვევასთან კავშირში ეჭვმიტანით. ვარაუდობენ, რომ ავარიისას, რომელსაც 61 წლის მამაკაცის სიკვდილი მოჰყვა, საჭესთან მყოფი ჯარისკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არიან განთავსებული იაპონიაში. ამჟამად მათი რიცხვი 50 ათასს აღწევს,