გერმანიის ბაზაზე მზადება ავღანეთში გადასროლის წინ

Your browser doesn’t support HTML5

ასობით ქართველი ჯარისკაცი იმყოფება ამჟამად ავღანეთში და იქ მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" საერთაშორისო მისიაში მონაწილეობს. მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ჩასვლამდე მათ მომზადების რამდენიმე ეტაპი აქვთ გავლილი. დღეს ერთ-ერთ ეპიზოდზე გიამბობთ - გერმანიაში ბუნდესვერის პირველი ქვეითი ბატალიონის ინსტრუქტორები მეოთხე თვეა ამზადებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს.