საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყან უკრაინის პრეზიდენტისადმი ღია წერილი. ის პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს ნებაყოფლობით გადადგეს: „აღიარეთ, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს არ შეგიძლიათ უკრაინის უკეთესობისკენ შეცვლა. თქვენი ნებაყოფლობითი გადადგომა თითქმის ბოლო შანსია, რათა პოლიტიკური კრიზისი გადალახული იყოს, რომელიც სხვაგვარად მხოლოდ გაღრმავდება. პრეზიდენტს, რომელიც ნებაყოფლობით გადადგა და ხალხის წინაშე თავი დახარა, შეუძლია სასჯელის შემსუბუქებისა და შეწყალების იმედი ჰქონდეს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.