მოსკოვში ხუთი კაცი დაიღუპა და 15 დაშავდა სამგზავრო ავტობუსის ფეხით მოსიარულეებში შევარდნის შედეგად. შემთხვევა მოხდა კუტუზოვის პროსპექტზე. პოლიციამ ავტობუსის მძღოლი დააკავა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ გადადის ავტობუსი ტროტუარზე და ეჯახება ფეხით მოსიარულეებს. გავრცელებული ცნობით, გამოძიება განიხილავს ორ ვერსიას, რომლის თანახმად მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე ან სატრანსპორტო საშუალება გაუმართავი იყო.