სააკაშვილი კვლავ უარს ამბობს გამოცხადდეს დაკითხვაზე

საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინაში ოპოზიციური ძალის, „ახალი ძალების რუხის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის უშიშროების სამსახურში დაგეგმილ დაკითხვაში. ამის შესახებ 26 დეკემბერს განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ, რომლის თანახმად ამის მიზეზი არის უშიშროების მიერ შედგენილ უწყისში აღმოჩენილი დარღვევები. 8 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და მოათავსეს უკრაინის უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში. მას წაყენებული აქვს ბრალდება მუხლით, რომელიც კვალიფიცირდება, როგორც „დანაშაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.“ მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.