თბილისში გაიზარდა წყლის გადასახადი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა კომპანიის, GWP-ის განაცხადი წყლის ტარიფის გაზრდის შესახებ. კომისიის მიერ 28 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისელი აბონენტებისთვის, რომლებსაც წყლის მრიცხველები აქვთ, ერთი კუბური მეტრი წყლის ტარიფი დაახლოებით 6 თეთრით გაიზარდა, ხოლო მათთვის, ვინც გადასახადს სულადობის მიხედვით იხდის, დაახლოებით 75 თეთრით. ამასთან, წყლის ტარიფი დაახლოებით ორი თეთრით შემცირდა კომერციული სექტორისა და ორგანიზაციებისთვის. ახალი ტარიფი იმოქმედებს 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე.