ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან

ზვიად რატიანი

თბილისის საქალაქო სასამართლო 29 დეკემბერს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე. მას შსს ადანაშაულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, კერძოდ, პოლიციისთვის წიანაღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაში. თავად ზვიად რატიანი, რომელიც თბილისში 23 დეკემბერს, ღამით დააკავეს, სამართალდამცავებს ადანაშაულებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში. პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 14 საათზე დაიწყება. პარალელურად სასამართლოსთან გაიმართება ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქცია.