რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის სარჩელი

რუსეთის უზენაესმა სასმართლომ 30 დეკემბერს არ დააკმაყოფილა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 დეკემბერს უარყო ნავანლის განაცხადი არჩევნებში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ მას ამის უფლება არ აქვს მისთვის წარსულში წარდგენილი გაფლანგვის ბრალდების გამო. ნავალნი ამტკიცებს, რომ კონსტიტუციის თანახმად მას აქვს უფლება, კენჭი იყაროს მომავალ არჩევნებში. ევროკავშირმა გააკრიტიკა კომისიის ეს გადაწყვეტილება რუსეთის გადაწყვეტილება, რომელიც "სერიოზულ ჩრდილს აყენებს რუსეთში პოლიტიკურ პლურალიზმს" და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პერსპექტივას. პრეზიდენტის არჩევნები რუსეთში 2018 წლის მარტში გაიმართება.